top of page

სიძულვილის ენაში ეჭვმიტანილი მედია კვლავ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება - 2024 წლის ,,საქართველოს რესპუბლიკის'' ფინანსური ანგარიში

სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი დღესაც მიმართულია იმ მედიასაშუალებისაკენ, რომლებიც საზოგადოებაში განხეთქილებას, ჰომოფობიასა და ქსენოფობიას აღვივებენ. მიუხედავად მრავალწლიანი კრიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების მოწოდებებისა, სისტემა არ იცვლება.  სახელმწიფოს ხელით სიძულვილის გამავრცელები საშუალებების ლეგიტიმაცია გრძელდება. ერთ-ერთი ასეთია ყოველკვირეული გაზეთი ,,საქართველოს რესპუბლიკა’’, რომელიც 1918 წელს დაარსდა.გაზეთი საბჭოთა პერიოდში სახელწოდებებით „კომუნისტი“ გამოიცემოდა. ამჟამად „საქართველოს რესპუბლიკის“ გამომცემელი შპს „თანადგომა - 1-ია, რომლის 100 პროცენტიან წილსაც მარინა კანდელაკი ფლობს. 

,,საქართველოს რესპუბლიკის'' ისტორია

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ პირველად 1918 წლის 25 ივლისს გამოიცა და წარმოადგენდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოფიციალური მთავრობის ახალ გაზეთს. მისი მთავარი მიზანი იყო ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე ინფორმაციის გავრცელება და ხელისუფლების პოზიციის საზოგადოებისთვის გაცნობა. გამოცემა რეგულარულად აქვეყნებდა ოფიციალურ დადგენილებებს, საერთაშორისო და შიდა პოლიტიკურ მიმოხილვებს, ასევე საზოგადოებრივ დისკუსიებს. 1921 წლის თებერვლამდე გაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ საინფორმაციო წყაროდ რჩებოდა. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მისი გამოცემა შეწყდა, თუმცა 1990 წელს „საქართველოს რესპუბლიკა“ განახლდა და კვლავ პოლიტიკურ-პუბლიცისტურ ორგანოდ ჩამოყალიბდა.

დღეს, საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, გაზეთი კვლავ მოქმედებს, თუმცა, „საქართველოს რესპუბლიკა“ სულ უფრო ხშირად ავრცელებს ერთფეროვან, პროსახელისუფლებო გზავნილებს, სადაც განსხვავებული აზრი ჩრდილში რჩება. ხშირად ტექსტები დისკრიმინაციულ ტონსაც იძენს, რაც არა მხოლოდ აზიანებს ჟურნალისტურ ეთიკას, არამედ ამცირებს საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებების ადგილსა და მნიშვნელობას.

image.png

ის რაც საჯაროა, მაგრამ ყურადღების მიღმა რჩება 

2024 წლის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ბაზაში ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით,  საბიუჯეტო ორგანიზაციები აგრძელებენ თანამშრომლობას ანტიდასავლური და ჰომოფობიური განწყობების მქონე გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკასთან“. საბიუჯეტო ორგანიზაციებმა გააფორმეს 22 489 ლარის ღირებულების კონტრაქტები, რომელიც აისახა 2024 წლის ფინანსურ ანგარიშებში. 2023 წლის მონაცემებით, ეს თანხა შეადგენდა 23 864 ლარს, რაც 2024 წლის მონაცემებს ჩამორჩება 1375 ლარით. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მონაცემებით, საბიუკეტო დანახარჯი გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკასთან'' გაფორმებული კონტრაქტების მიხედვით, იყო 10 754 ლარი, რაც ორჯერ აღემატება 2023 წლის მონაცემებს. 

ამ ტენდენციაზე დაკვირვებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციები მზარდი და სტაბილური ტემპით განაგრძობენ გაზეთთან თანამშრომლობას. 

იხილეთ ინტერვიუ ,,მედიის ფინანსური გამჭვირვალობის 2023-ის ანგარიშის“ ერთ-ერთი ავტორთან,  ნინო გელაშვილთან.

წინა წლების მსგავსად, 2024 წელს „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებული მასალები ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს და ხშირ შემთხვევაში, ჰომოფობიური შინაარსისაა

  • ,,ყველა, ვინც ახლა აღვივებს ანტიჩინურ განწყობებს, სურს, რომ საქართველო აქციოს ჩიხად და არა დერეფნად“. 

  • ,,NATO-ს ,,მუქარა'' გულისხმობს მიზანს- თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის“!

  • ,, ,,ენ-ჯე-ოს“ ლაქიები და სიწმინდეთა შემბილწველნი უნდა მოვიშოროთო“.

თუმცა, ,,საქართველოს რესპუბლიკა“ გამონაკლისი არაა...

ევროკავშირი-1-e1542698505674_edited.jpg

რას გვირჩევს ევროკავშირი?

2015 წლის 8 დეკემბერს მიღებული რასიზმისა და შეუწყნარებლობის
წინააღმდეგ ევროპის კომისიის (ECRI) მეხუთე ციკლის
ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადახედოს მის
კონტრაქტებს მედია საშუალებებთან და გააუქმოს, ან აღარ განაახლოს
ისინი, თუ მედია შეიმჩნევა რასისტულ ან ჰომო/ტრანსფობიულ
სიძულვილის ენის გამოვლენაში.

საბიუჯეტო ორგანიზაციები, რომლებიც ხელშეკრულებებს აფორმებენ ,,საქართველოს რესპუბლიკასთან“.

images.jpg

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

5268 ₾

gtu-460x259.png

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

5267 ₾

ლოგო_1.png

საქპატენტი

4125 ₾

sou-460x259.png

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

2789 ₾

download.jpg

სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულიაკადემია

1416 ₾

images.jpg

ქ. საჩხერის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო მუზეუმი

1000 ₾

აწსუ_ლოგო.jpg

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

670 ₾

download (1).jpg

სსიპ ,,რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი“

603 ₾

download.png

აჭარუს ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 

387 ₾

download (1).png

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

300  ₾

download (2).jpg

სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი 

280 ₾

download (2).png

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი

240 ₾

download (3).png
download.webp
download.webp
download.webp

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო აპარატი

 144 ₾

მიუხედავად რეკომენდაციებისა, საბიუჯეტო ორგანიზაციები  მაინც აგრძელებენ ჰომოფობიური და სიძულვილის ენის მქონე გახეთ ,,საქართველოს რესპუბლიკასთან“ თამშრომლობას. შეკითხვები იმის შესახებ, უნდა გადახედონ თუ არა მათ პოლიტიკასა და ამ ტიპის მედიასთან თანამშრომლობა, კვლავ აქტუალურია, თუმცა პასუხები მათი მხრიდან არ ისმის.

სტატიის ავტორი: ქეთევან ჯანეზაშვილი

მითების დეტექტორის ლაბორატორია

bottom of page